07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
არეულობა ბრაზილიაში - საპროტესტო აქციების ფონზე, სენატი ბრაზილიის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს

უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტი სენატის წინაშე წარსდგა. სწორედ სენატი გადაწყვეტს მიმდინარე კვირაში, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი დაკავებულ თანამდებობას.

დილმა რუსეფს ბიუჯეტის დეფიციტის დამალვა ედება ბრალად. თავად პრეზიდენტმა კი სენატორებს განუცხადა, რომ ის პოლიტიკური გადატრიალების მსხვერპლია, რომელიც მას ოპოზიციამ და ქვეყნის ეკონომიკურმა ელიტამ მოუწყო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს კი სან პაულოში მისი მხარდამჭერები აპროტესტებენ. დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა.

დღის ამბები