07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
იტალიის სანაპირო დაცვამ ლიბიიდან მომავალი 6 500 მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ მიგრანტების კრიზისის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შედეგად, ლიბიიდან მომავალი 6 500 მიგრანტი გადაარჩინა.

ხმელთაშუა ზღვაში ერთდროულად 40-მდე კოორდინირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა და მასში იტალიელებთან ერთად, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო და ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშე მონაწილეობდნენ.

იტალიის სანაპიროს მიმდინარე წლის განმავლობაში 105 ათასზე მეტმა აფრიკელმა მიგრანტმა მიაღწია, ხოლო 3 ათასამდე ქალი, ბავშვი და მამაკაცი ამ სახიფათო მარშრუტს ემსხვერპლა.

დღის ამბები