07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - აფეთქება ყირგიზეთში

უცნობია იყო თუ არა რამდენიმე საათის წინ ყირგიზეთის დედაქალაქში, ჩინეთის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი.

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელსაც ვიცე პრემიერმა თავის პირველ კომენტარში, თვითმკვლელი უწოდა.

დაშავებულია საელჩოს 3 თანამშრომელი. ყირგიზეთის ვიცე პრემიერის თქმით, საელჩოს შესასვლელს ავტომობილი შეეჯახა, ბარიერი გაარღვია და საელჩოს ეზოში აფეთქდა.

ამ დროისთვის ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. 

დღის ამბები