07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით ექსტრემისტული დაჯგუფებებისგან 10 სოფელი გაათავისუფლა

თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთით ექსტრემისტული დაჯგუფებებისგან 10 სოფელი გაათავისუფლა. ერთკვირიანი სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, სამხედროებმა ქალაქ ჯერაბლუსის შემოგარენში რამდენიმე დასახლებაც აიღეს და ახალ ფრონტს სირიის ჩრდილო დასავლეთ რეგიონების მიმართულებით ხსნიან.

ოფიციალური ანკარა არ აკონკრეტებს იმ დაჯგუფებებს, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებიდან განდევნა.

შეერთებული შტატები და ნატო შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სირიაში მთავარი მიზანი ტერიტორიისთვის ბრძოლა გახდა და არა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს განადგურება.

პენტაგონმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა სირიელ ქურთ ამბოხებულთა პოზიციებზე შეტევა შეწყვიტოს.

დღის ამბები