07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
რომის პაპმა მარკ ცუკერბერგს უმასპინძლა

რომის პაპმა მარკ ცუკერბერგს უმასპინძლა. აუდიენცია ვატიკანში, პაპის რეზიდენციაში შედგა. facebook-ის დამაარსებელი პონტიფიკოსთან მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ვატიკანის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ისაუბრეს და სიღარიბის დამარცხების პროცესში მათ გამოყენებაზე ილაპარაკეს.

მოლაპარაკების შემდეგ რომის პაპმა და მარკ ცუკერბერგმა, ტრადიციულად საჩუქრები გაცვალეს.

facebook-ის დამაარსებელმა პონტიფიკოსს ინტერნეტის გადამცემი უპილოტო საფრენი აპარატი აჩუქა.

დღის ამბები