07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ყირგიზეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ყირგიზელი სამართალდამცველები ჩინეთის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას იძიებენ. ოფიციალური პირების განცხადებით, დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმა ტერორისტმა თვითმკვლელმა მოაწყო.

დანაღმული ავტომობილი ჩინეთის საელჩოს შესასვლელს შეეჯახა, ბარიერი გაარღვია და საელჩოს ეზოში, ელჩის რეზიდენციასთან ახლოს აფეთქდა. შედეგად დაცვის სამი თანამშრომელი დაშავდა, ყველა მათგანი ყირგიზეთის მოქალაქეა.

ცნობილია, რომ ჩინელი დიპლომატები მომხდარის შედეგად არ დაშავებულან. დაიღუპა მხოლოდ ავტომობილში მყოფი მამაკაცი. მისი ვინაობის დადგენაზე სპეცსამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.

აფეთქების შედეგად ჩინეთის საელჩოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დროისთვის ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

დღის ამბები