07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში - დატბორილია რამდენიმე დასახლება

იაპონიას ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ტოჰოკუს რეგიონი დააზარალა, სადაც ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, სატრანსპორტო მიმოსვლაც შეფერხდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ ეპიცენტრში საათში 120 კილომეტრს მიაღწია.

დაიტბორა რამდენიმე დასახლება, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივმა აეროპორტებმა 100-მდე რეისი გააუქმეს. დროებით შეწყდა სანაოსნო მიმოსვლაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში კიდევ რამდნიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები