07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
აფეთქება ბიშკეკში - მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ბიშკეკში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. თავდასხმა ჩინეთის საელჩოს შენობასთან მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანა დიპლომატიური უწყების შესასვლელს შეეჯახა და ეზოში შეაღწია, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედა.

ის ადგილზე დაიღუპა. მძიმედ დაშავდა საელჩოს დაცვის სამი თანამშრომელი. ყველა მათგანი ყირგიზეთის მოქალაქეა. მომხდარის შემდეგ პერსონალის ევაკუაცია შეერთებული შტატების საელჩოდანაც განხორციელდა, ქალაქში კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

თავდასხმა დაგმო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყირგიზეთის ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებისა და დამნაშავეების მკაცრი დასჯისკენ მოუწოდა.

დღის ამბები