09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ავტრალიაში შეიარაღებულმა პირმა 40 მძევალი აიყვანა

ორმოცამდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი შეიარაღებულ პირს სიდნეის ერთ-ერთ კაფეში. ავსტრალიური არხების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მძევლები, რომლებსაც ხელები აქვთ აწეული. იქვე გამოფენილია შავი დროშაც არაბული წარწერით "არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი არის მისი წინასწარმეტყველი".

ამჟამად შენობა სამართალდამცველების ალყაშია. მომხდარს საგანგებო ტელემიმართვით გამოეხმაურა ავტსრალიის პრემიერ-მინისტრი. ტონი ებოტის თქმით, ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურად არის მოტივირებული. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში საჭირო გახდა სიდნეის ოპერის ევაკუაციაც.

დღის ამბები