09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
დიმიტრი მედვედევი უკრაინას 90-იანი წლების გამეორებას უწინასწარმეტყველებს

"უკრაინამ კიდევ ერთხელ უნდა გადაიტანოს 90-იანი წლები," - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი თავის სტატიაში წერს, რომელიც დღეს "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნდა.

სტატიაში რუსეთის პრემიერი სხვადასხვა თემას მიმოიხილავს, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხება.

"სამწუხაროდ, უკრაინაში არსებული დეფოლტის პრობლემა და ეკონომიკის კოლაფსის საფრთხე არ არის კრემლის ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ტექნოლოგების მიერ გამოგონილი. საგარეო ვალი კი იმდენად დიდია, რომ წლის ბოლოს მისი ოდენობა მთლიან შიდა პროდუქტზე მეტი იქნება," - წერს დიმიტრი მედვედევი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები