07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ისლამურმა სახელმწიფომ" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ მისი ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. აბუ მუჰამედ ალ ადნანი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

ის შეერთებული შტატების ავია იერიშებს სირიაში, ალეპოს პროვინციაში ემსხვერპლა. ვარაუდი იმის შესახებ, რომ ალ ადნანი დაიღუპა, შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა, თუმცა, ისინი ამ დრომდე ინფორმაციას ამოწმებდნენ.

პენტაგონის ცნობით, ალ ადნანი ტერორისტული დაჯგუფების საერთაშორისო თავდასხმების მთავარი იდეოლოგი იყო.

დღის ამბები