07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ბრაზილიაში, პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

შეტაკებები გრძელდება ბრაზილიაში, პრეზიდენტი დილმა რუსეფის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის. სან პაულოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ათობით დემონსტრანტია დაკავებული.

სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რის შესახებაც მოსმენები უკვე მესამე დღეა სენატში გრძელდება. დილმა რუსეფს ბიუჯეტის დეფიციტის დამალვა ედება ბრალად.

თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და შექმნილი ვითარება მისი პოლიტიკური კონკურენტების მოწყობილია.

დღის ამბები