07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებს რუსული მხარე ფაბრიკაციას უწოდებს

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებს რუსული მხარე ფაბრიკაციას უწოდებს. ამის შესახებ ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გაეროს წევრები სირიის ხელისუფლებისა და სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.

საქმე ეხება 2014-2015 წლებში მომხდარ ორ შემთხვევას, როდესაც გაეროს მიერ მომზადებული ანგარიშით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ქლორინის გაზი იქნა გამოყენებული.

სანქციების მიღების ინიციატორები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან.

დღის ამბები