07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ვენეციაში რიგით 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იწყება

ვენეცია ვარსკვლავების დასახვედრად ემზადება - ქალაქში რიგით 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იწყება. პრესტიჟული ფესტივალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, წელს მოკრძალებული ცერემონიით გაიხსნება.

მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილების პატივისცემის ნიშნად, ორგანიზატორებმა ტრადიციული გალა საღამო გააუქმეს. კინოვარსკვლავებს და მათ თაყვანისმცემლებს ქალაქში ათასობით პოლიციელი დაიცავს.

10 დღიანი ფესტივალის ფარგლები ვენეციაში 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები, დაგეგმილია საპრემიერო ჩვენებებიც, თუმცა ოქროს ლომის ქანდაკებისთვის 20 ნამუშევარი იბრძოლებს.

73-ე ფესტივალის ჟიურის ჯეიმს ბონდის ბოლო ორი ფილმის რეჟისორი - სემ მენდესი უხელმძღვანელებს. კინოფესტივალი 10 სექტემბერს დიდებული შვიდეულის რიმეიკის ჩვენებით დაიხურება, რომელშიც მთავარი როლები ნატალი პორტმანმა და დენზელ ვაშინგტონმა შეასრულეს.

დღის ამბები