07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
იაპონიაში ტაიფუნს წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ტაიფუნს წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი წვიმის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ივატეს პრეფექტურაში სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან 9 ადგილობრივი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაიტბორა.

სამი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა ჰოკაიდოს პრეფექტურაში. ამ რეგიონში წყლის ძლიერმა ნაკადმა დამბა გაანგრია და ხიდები წაიღო, ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე შენობა.

სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ტაიფუნის გამო რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყდა. ადგილობრივმა რკინიგზამ და აეროპორტებმა ასობით რეისი გააუქმეს.

დღის ამბები