07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა  ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე კვლავ ბრაზილიელი ჟიზელია, რომლის შემოსავალმა წელს 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მეორე პოზიცია 10 მილიონ 500 ათასი დოლარით ადრიანა ლიმას უკავია. მესამე ადგილი კი კენდალ ჯენერმა და კარლი კლოსმა გაინაწილეს.

2016 წელს ორივე მოდელის შემოსავალმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა. ფორბსის სიაში პირველად მოხვდა სოციალური მედიის ფავორიტი -21 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი. მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი დოლარია.

დღის ამბები