07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ფრანკფურტის აეროპორტში განგაშის მიზეზი მგზავრი იყო რომელიც ტერმინალში შემოწმების გარეშე შევიდა

ფრანკფურტის აეროპორტში აფეთქების განგაში და მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრი გახდა, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე უსაფრთხოების შემოწმების გავლის გარეშე შევიდა.

მედია წერს, რომ როდესაც ქალი უსაფრთხოების კონტროლს გადიოდა, დეტექტორი ამოქმედდა, რომელიც სამართალდამცველებს ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენაში ეხმარება. ამის მიუხედავად, მგზავრი ტერმინალში შევიდა, მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.

ევაკუირებული მგზავრები უკვე დააბრუნეს ტერმინალში. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ უსაფრთხოების კონტროლის განმეორებით გავლა მოუწევთ, რის გამოც რეისების ნაწილი დაგვიანებით შესრულდება.

დღის ამბები