07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ავიაკატასტროფა ნევადაში

ავიაკატასტროფა მოხდა ნევადაში. მცირე ზომის თვითმფრინავი ქალაქ სპარკსის აეროპორტთან აფრენიდან რამდენიმე წუთში ტრაილერების პარკში ჩავარდა და აფეთქდა.

მომხდარის შემდეგ პარკში ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური პირები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კატასტროფის შედეგად მანქანები არ დაზიანებულა. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც კატასტროფის მიზეზებს ადგენს.

დღის ამბები