07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
La Tomatina - ესპანეთის ქალაქ ბუნოლში ფესტივალისთვის 150 000 კილოგრამი პომიდორი ჩაიტანეს

ესპანეთში ყოველწლიური ფესტივალი La Tomatina უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდა. ქალაქ ბუნოლში უამრავი ტურისტი ჩავიდა და 150 000 კილოგრამი პომიდორიც წინასწარ ჩაიტანეს.

პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს იმ ქუჩაზე, სადაც მოხალისეები ერთმანეთს პომიდვრებს ესროდნენ. ქუჩის დასაწყისში კი მათ მკაცრი შემოწმებაც გაიარეს. სანახაობა საათნახევარი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კი ქალაქის დასუფთავების სამსახური რთული სამუშაოს შესრულებას შეუდგა.

La Tomatina ესპანეთში პირველად 1945 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

 

დღის ამბები