07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან ნორვეგიელებმა 1000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან ნორვეგიელებმა 1000-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი ხმელთა შუა ზღვის გავლით ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ.

ნორვეგიის სამხედრო ხომალდმა ზღვაში 9 ნავი აღმოაჩინა და ბორტზე მყოფი ლტოლვილები სიცილიის პორტში გადაიყვანა.

გადარჩენილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ნორვეგიის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიგრანტები ძირითადად აფრიკელები და ბანგლადეშელები არიან.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმელთა შუა ზღვაში უკვე 8 000 მიგრანტი გადაარჩინეს.

დღის ამბები