09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ბელგიელი სამართალდამცველები მძევლის გათავისუფლებას ცდილობენ

ამ დრომდე პოლიციის ალყაშია საცხოვრებელი სახლი ბელგიის ქალაქ გენტში. 4 შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და დაუზუსტებელი ცნობით, ერთი ადამიანი მძევლად აიყვანა.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ქუჩა გადაკეტა და ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენა უბრძანა. ოფიციალური განცხადება ძალოვანმა უწყებამ ინციდენტიდან ორ საათში გააკეთა. სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ შეიარაღებული პირები შენობაში იმყოფებიან, თუმცა მათთვის გაურკვეველია, რა ხდება შიგნით.

დღის ამბები