09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ბელგიაში მძევლის გათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულდა

ბელგიის ქალაქ გენტში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა სამი შეიარაღებული პირი დააკავეს, რომლებიც დილით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ და იქ მყოფი მამაკაცი მძევლად აიყვანეს.

რამდენიმესაათიანი ალყის შემდეგ სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. შედეგად, თავდამსხმელებმა იარაღი დაყარეს და სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. ოფიციალური პირების განცხადებით, ფაქტი არც ტერორიზმს და არც ისლამისტებს არ უკავშირდება.

მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ნარკოდანაშაული სახელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები