09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
სიდნეიში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა სიდნეიში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია. დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. ტერორისტის ბედი ამ დრომდე უცნობია. პოლიცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს.

ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში ირანელმა ლტოლვილმა 21 ადამიანი აიყვანა მძევლად. 7–მა მათგანმა ტყვეობას დღისით დააღწია თავი. მოგვიანებით შენობიდან კიდევ 5 მძევალი გაიქცა.

ცნობილია, რომ თავდამსხმელი ისლამური სახელმწიფოს დროშის მიტანას და ავსტრალიის პრემიერთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მას ისლამისტებთან კავშირი არ ჰქონია.

ამავე თემაზე
დღის ამბები