09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
სიდნეიში ტერორისტის მიერ მოკლულებს გლოვობენ

დღეს დილიდან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ სიდნეის იმ კაფესთან, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი. დღეს დილით ტრაგედიის ადგილას პრემიერი ტონი ებოტიც მივიდა.

გუშინდელი სპეცოპერაციის შემდეგ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ეჭვმიტანილი, ეროვნებით ირანელი მან ჰარონ მონისი ადრეც იყო რამდენჯერმე ნასამართლევი სექსუალური ძალადობის გამო. გამოძიება მისი ყოფილი მეუღლის მკვლელობაში თანამონაწილეობის კუთხითაც მიმდინარეობდა, თუმცა ის თავდებით გაათავისუფლეს.

მონისს 17 ადამიანი 16 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. დაიღუპა სამი ადამიანი. მათ შორის არის ეჭვმიტანილიც. ინციდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც დაგმო.

ამავე თემაზე
დღის ამბები