09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
დასავლეთი თურქეთს ჟურნალისტების დაკავების გამო საყვედურობს

დასავლეთი თურქეთს დემოკრატიულ ღირებულებებს ახსენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების მიერ მედიასაშუალებების დარბევისა და მათი ხელმღვანელების დაკავების ფაქტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გამოეხმაურა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, თურქეთის ინტერესებშია, რომ ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს პატივი სცეს.

სპეციალური განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც მედიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თურქეთში დაკავებული 24 რედაქტორი, ჟურნალისტი და პროდიუსერი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მათი დაკავება აუცილებელი ნაბიჯი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები