09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
„კმარა რუსეთისთვის ლოცვა, დროა ახალი ბაზრები ავითვისოთ,” - ალექსანდრე ლუკაშენკო

„კმარა ლოცვა რუსეთისთვის, დროა სხვა ბაზრების ათვისებაზე ვიფიქროთ,” - ამ შინაარსის განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარი დაიშალა, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ბელარუსის ეკონომიკაზე. ლუკაშენკოს განცხადებით, ექსპორტის მაჩვენებელი 85-დან 40 პროცენტამდე დაეცა.

ლუკაშენკომ მთავრობას რამდენიმე კვირა მისცა იმისთვის, რომ საექსპორტო პროდუქციისთვის ახალი ბაზარი მოიძიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას დევალვაცია, დეფოლტი და უმუშევრობის დონის გაზრდა ემუქრება.

”მომავალი წელი ჩვენთვის მორიგი რთული გამოცდა იქნება. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ ახალ ბაზარზე,” - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები