09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ქართველი რეფორმატორების ჯგუფი უკრაინელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს

ქართველი რეფორმატორების ჯგუფი უკრაინელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. კიევში პოლიტიკური სკოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძეა.

პროექტი ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა პროფესიონალების აღზრდას ითვალისწინებს. საგანმანათლებლო პროგრამაში ეკა ტყეშელაშვილი, სერგი კაპანაძე, ვაჟა ლეჟავა და სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც არიან ჩართული.

ლექციებს სტუდენტებისთვის უცხოელი სპეციალისტებიც წაიკითხავენ.

დღის ამბები