07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
დონალდ ტრამპი იუმორისტული შოუს ვარსკვლავი გახდა

რეიტინგების გაზრდასთან ერთად, დონალდ ტრამპი იუმორისტული შოუს ვარსკვლავიც გახდა. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯიმი ფელონის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და წამყვანს სურვილიც შეუსრულა.

ფელონმა საუბრისას დონალდ ტრამპის ვარცხნილობაზე იხუმრა და პრეზიდენტობის კანდიდატს სთხოვა მისთვის თმის აჩეჩვის უფლება მიეცა. დონალდ ტრამპის ჟესტს აუდიტორიაში ოვაციები მოჰყვა. ვიდეომ კი ინტერნეტ სივრცეში ნახვების რიცხვის მიხედვით, რეკორდი მოხსნა.

დღის ამბები