07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია - საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გაიხსნა

რუსეთის მოსახლეობა დღეს პარლამენტს ირჩევს. არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობს. სახელმწიფო სათათბიროში მანდატების მოსაპოვებლად პოლიტიკურმა ძალებმა 5 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება და პროცესი მნიშნვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები არამხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსირებულ ყირიმშიც გაიხსნა.

უკრაინის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ აღიარონ რუსეთში ჩატარებული არჩევნები, რადგან ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობის ხმები არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

დღის ამბები