09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
პოროშენკო კვირის ბოლომდე სამმხრივი ჯგუფის შეხვედრის ინიციატივით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა. მთავარი თემა ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ვითარება და მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესი იყო, რის დაცვაზეც მზადყოფნა სატელეფონო საუბრისას ყველა მხარემ გამოთქვა.

პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, რომ კვირის ბოლომდე სამმხრივი ჯგუფის შეხვედრაც გაიმართოს.

"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე უკრაინელი ხალხისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანია. შევთანხმდით, რომ ეს კონფლიქტი ჩემი სამშვიდობო გეგმის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რომლელიც მინსკის შეთანხმებაშია ჩადებული," - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინისა და მინსკის შეთანხმების მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა კიევში ვიზიტის დროს ევროკავშირის უმაღლესი წამრომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელმაც პოროშენკოს განუცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მინსკის შეთანხმების შესრულებას.

ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც გამოეხმაურა და რუსეთის ქმედებებს კონსტრუქციული უწოდა.

"ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა. უკრაინაშ სიმშვიდეა. რაც რუსეთის ეკონომიკაში ხდება, ჩემი აზრით, მხოლოდ სანქციების დამსახურება არაა. აქ უამრავი ფაქტორი მოქმედებს. სანქციების მიზანი კი არის ის, რომ ვლადიმერ პუტინს აიძულოს სხვაგვარი არჩევანის გაკეთება," - განაცხადა ლავროვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები