09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ბარაკ ობამა ხელს კვირის ბოლომდე მოაწერს. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, კონგრესის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტს გარკვეული შენიშვნები მაინც აქვს.

"პრეზიდენტი აპირებს ხელი მოაწეროს კონგრესის მიერ გადმოგზავნილ კანონპროექტს, თუმცა მასთან დაკავშრებით გარკვეული შენიშვნები მაინც გვაქვს, რადგან დამაბნეველ გზავნილებს შეიცავს ჩვენი მოკავშრეებისთვის. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან პირად საუბრებს ვაწარმოებთ სტრატეგიასა და შემდგომ ნაბიჯებზე. პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს კვირის ბოლომდე მოაწერს," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა.

სანქციების ახალი პაკეტის შესაძლო მიღებამ უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა რუსულ ვალუტაზე. გუშინ ერთი დოლარი 70 რუბლი იყო, დღეს კი რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ერთ დოლარი 61 რუბლია. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ რუბლის ვარდნა რუსეთის მაკროეკონომიკას ზიანს არ მიაყენებს.



ამავე თემაზე
დღის ამბები