07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
სირიის სარაკეტო შეტევა თურქეთის ქალაქ კილისზე

თურქეთის ქალაქ კილისზე სირიის მხრიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა. რამდენიმე ჭურვი დასახლებაში აფეთქდა. იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

თურქი მაღალჩინოსნების განცხადებით, სარაკეტო შეტევა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რაიონიდან განხორციელდა.

კოორდინატების დადგენის შემდეგ, თურქეთის ავიაციამ ტერორისტების პოზიციები დაბომბა. მსგავს სარაკეტო შეტევას იანვრის შემდეგ, ქალაქ კილისში 21 ადგილობრივი ემსხვერპლა.

დღის ამბები