09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუბლის გაუფასურების მიზეზები

რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ დაიწყო. სიტუაცია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებამაც გაართულა.

ბოლო რამდენიმე დღეში კი რუბლის კურსი იმდენად დაეცა, რომ 90-იანი წლების ნიშნულსაც მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად გუშინ საპროცენტო განაკვეთიც კი გაზარდა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ზომა აღმოჩნდა.

ხამოკლე გამყარების შემდეგ საღამოსთვის კურსი ისევ დაეცა და ბირჟის დახურვისთვის ერთი დოლარი უკვე 80 რუბლი ღირდა, ევრო კი ასი რუბლი. ამ პროცესმა ფასების ზრდა და პანიკა გამოიწვია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან გრძელი რიგები დადგა. რიგები იყო მაღაზიებშიც. ხალხმა მასობრივად დაიწყო ტექნიკისა და პროდუქტების შეძენა, ზოგიერთ მაღაზიაში დახლებიც კი დაცარიელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები