09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
ვაშინგტონი კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას იწყებს

ვაშინგტონი კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას იწყებს.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ ბარაკ ობამამ გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ჯონ კერის კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობა დაავალა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის ურთიერთობას კუბელ ხალხთან, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩვენს პოლიტიკაში პირველად ხდება. ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების ნორმალიზებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვავალებ ჯონ ქერის, დაიწყოს მოლაპარაკებები კუბურ მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის," - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

ბარაკ ობამამ კუბისთვის წლების განმავლობაში მოქმედი ემბარგოს მოხსნაზეც ისაუბრა.

დღის ამბები