09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
ანაბრების განაღდების პრობლემა რუსულ ბანკებში

სავალუტო კრიზისის ფონზე რუსული ბანკები ანაბრებს ვერ ანაღდებენ. ბანკებთან მეანაბრეების რიგებია, რომლებსაც საკუთარი დეპოზიტებიდან დანაზოგის განაღდება სურთ. თუმცა, სალაროს ოპერატორები მათ ვერ ემსახურებიან, მიზეზად კი რეზერვების ამოწურვას ასახელებენ.

უცხოური ვალუტას აღარ გასცემენ სავალუტო ჯიხურებშიც, სადაც რუბლის კურსი გამუდმებით იცვლება. ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 63 რუბლი და 10 კაპიკი ღირს, ევრო კი 78 რუბლი და 50 კაპიკია.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას ამ დრომდე არ აქვს ანტიკრიზისული გეგმა, რადგან სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

ამავე თემაზე
დღის ამბები