09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
"ყირიმის მილიტარიზაციის მცდელობა არ დარჩება უპასუხოდ," - ვიქტორია ნულანდი ლავროვს პასუხობს

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აფრთხილებს რუსეთს, რომ ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია და მოსკოვს აქვს უფლება, იქ ბირთვული არსენალი განალაგოს.

„ჯერ ერთი, ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. გარდა ამისა, ნებისმიერი მცდელობა, ამ რეგიონის მილიტარიზებაზე იქნება უკიდურესად საშიში და არ დარჩება უპასუხოდ ჩვენს და მათ მიერ, ვინც ცხოვრობს ამ სამეზობლოში,” - აღნიშნა ნულანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა სანქციებზე, რომელმაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო რუსეთში კრიზისის შექმნას.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსულ ეკონომიკას ისედაც პრობლემები ჰქონდა და ბოლო წლები ის არასწორი მართვით მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ენერგორესურსებზე. ნულანდმა დღეს ის პირობებიც განმარტა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები გაუქმდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიური ზეწოლის და დიპლომატიურ შესაძლებლობების ყველა მექანიზმის გამოყენებას, რათა შევასრულებინოთ რუსეთს მინსკის პროტოკოლის ვალდებულებები. მინსკის შეთანხმება 5 სექტემბერს ხელმოწერილია რუსეთის, სეპარატისტების და უკრაინის მიერ. ის კარგი და სამართლიანი გარიგებაა და მოითხოვს საერთაშორისო საზღვრის სუვერენულობამდე დაბრუნებას. მის დახურვას შეიარაღების და სამხედრო ძალების მოძრაობის თავიდან ასაცილებლად. მოითხოვს უცხოური ძალების და სამხედრო შენაერთების გაყვანას, ტყვეების გაცვლას. ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ თუ ყველა ეს პირობა შესრულდა, სანქციები შეჩერდება. ეს რუსეთის არჩევანია,“ - განაცხადა ნულანდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები