09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
რამდენად აისახება რუსეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე

"როიტერსთან" რუსეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა და თქვა, რომ რუბლის რყევამ დარტყმა მიაყენა რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას, რაც ძირითადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელია.

გარკვეულ კავშირებზე საუბრობენ მინისტრები და დეპუტატები. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, აცხადებს, რომ რუსეთი ეკონომიკური კრიზისის გავლენა მინიმალურია.

"ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე ან იმ მოვლენებზე, რომელიც იქ განვითარდება. ექსპორტიორებს უქმნის პრობლემებს, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალურად მოხდეს ევროპულ ბაზარზე ორიენტაცია," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე.

აგრალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი, კი ამბობს, რომ ექსპორტის მხოლოდ 10%, ხოლო იმპორტის 6%-ია. "მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში მცხოვრები ქართველები აგზავნიდნენ საქართველოში. ამ პრობლემების ფონზე კლება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლო მონაცემებში იყოს ეს ასახული," -  ამბობს აგულაშვილი.  

დღის ამბები