09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
ევროკავშირის გამკაცრებული სანქციები ყირიმში დღეიდან ამოქმედდება

ევროკავშირის საბჭომ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა. ინფორმაციას კი "უნიანი" ავრცელებს, რომლის თანახმად, ყირიმისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება წერილობითი პროცედურით არის მიღებული.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საბჭომ წერილობითი პროცედურით მიიღო დამატებითი მნიშვნელოვანი სანქციები. ჩვენ ვსაუბრობთ დამატებით ზომებზე ყირიმთან ინვესტიციების, მომსახურებისა და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა კოსიანჩიჩმა.

მისივე ინფორმაციით, მიღებული ზომები ძალაში 20 დეკემბრიდან შევა.

"ევროკავშირმა განაცხადა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ვამკაცრებთ ამ პოლიტიკას რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ," - განაცხადა კოსიანჩიჩმა.

დღის ამბები