09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
როდიონოვი გარდაიცვალა

სსრკ-ს პერიოდის თავდაცვის მინისტრი, გენერალი იგორ როდიონოვი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის უშუალო ხელმძღვანელი იყო, გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, გენერალი როდიონოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 79 წლის იყო. 

იგორ როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 1996-97 წლებში იკავებდა. 1988 წლის აპრილიდან 1989 წლის აგვისტომდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო. 

 

დღის ამბები