09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
პუტინმა ჯარს უკრაინის ოკუპაციისათვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების მეთაურობასა და სამხედროებს ყირიმის მოვლენების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სწორედ სამხედროების კოორდინირებულმა ქმედებებმა ყირიმის მოსახლეობა სისხლისღვრას და ჰუმანიტარულ კატასტროფას გადაარჩინა.

ვლადიმერ პუტინს არაადექვატურად მიაჩნია საერთაშორსო საზგადოების რეაქცია ყირიმის ანექსიაზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გააქტიურების ფონზე რუსეთის სამხედრო დოქტრინა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები