09 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
სომხეთის და ბელარუსის ეროვნული ვალუტები უფასურდება

რუსეთის ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი უკვე აისახა მის მოკავშირე ქვეყნებზე. ბელარუსში და სომხეთში ევრონული ვალტის გაუფასურება დაიწყო. ბელარუსში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.

რუსული რუბლის გაუფასურებით შეშინებულმა ხალხმა ეროვნული ვალუტისა და ანაბრების უცხოურ ვალუტაზე გადაცვლა დაიწყო. ამ ფონზე ბელარუსის "ეროვნულმა ბანკმა" უკიდურეს ზომებს მიმართა და უცხოური ვალუტის შეძენაზე 30-პროცენტიანი მოსაკრებელი დააწესა. ალექსანდრე ლუკაშენკომ კი მთავრობას რუსეთთან ყველა ტრანზაქციის უცხოურ ვალუტაში შესრულება დაავალა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო სომხეთშიც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ევრაზიულ კავშირს შეუერთდა. დოლართან მიმართებაში სომხური დრამი 70 პუნქტით გაუფასურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები