09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
პეტრო პოროშენკო სამხედროების სპეცოპერაციებზე გაგზავნამდე მათ სრულ მომზადებას ითხოვს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე სპეცოპერაცია იყო კიევში უშიშროების საბჭოს სხდომის ერთ–ერთი მთავარი თემაც. შეხვედრაში ქვეყნის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც მონაწილეობდა. სხდომაზე 2015 წელს უკრაინაში სამ ეტაპად დაგეგმილი მობილიზაციასა და სამხედრო გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციის ზონაში სამხედროები სრული მომზადების გარეშე არ უნდა გაიგზავნონ.

“მობილიზაცია უნდა განხორციელდეს ნაბიჯ–ნაბიჯ. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნა სრული სამხედრო წვრთნისა და მომზადების გარეშე უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსს, რადაში წარვადგინე კანონპროექტი, რომელიც ამ სტატუსს აუქმებს. ვფიქრობ, რომ ეს იყო უკრაინის წინა, კრიმინალური ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ამ გზით კი მე ვაჩვენებ, ხალხის გადაწყვეტილებას, რომ აღდგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი"-განაცხადა პოროშენკომ.

დღის ამბები