09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა

რუსეთის სავალუტო კრიზისის ფონზე მოკავშირეებს მოსკოვის მიერ შეთავაზებული ინტეგრაციული პროექტების სერიოზული გადახედვა მოუწიათ.

ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა. ინფორმაციას ადგილობრივი პრესა მთავრობის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევრაზიულ კავშირში ყირგიზეთის გაწევრიანების განხილვა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად იყო შეტანილი, თუმცა მოულოდნელად ის საერთოდ ამოიღეს. გავრცელებული ცნობით, ყირგიზეთის პრეზიდენტს ევრაზიულ კავშირში ქვეყნის გაწევრიანების შეთახმებისთვის ხელი მოსკოვში 23 დეკემბერს უნდა მოეწერა.

დღის ამბები