09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
რა საფრთხე ემუქრება რუსეთის ფინანსებს?

რუსეთის ეკონომიკისთვის ურთულესი პერიოდია. რუბლმა ივნისიის შემდეგ დევალვაცია 82 პროცენტით განიცადა, რაც ნიშნავს რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები განახევრდა.

ამაზე რთული პერიოდი რუსეთს მხოლოდ 98-99 წლების კრიზისის დროს ჰქონდა. მაშინ რუბლის დევალვაცია ერთი წლის განმავლობაში 300 პროცენტამდე იყო. თუმცა ჩემპიონობა ელცინს პუტინმა შეიძლება ძალიან მალე ჩამოართვას, რადგან 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როცა რუსეთს ეხმარებოდნენ, დღეს ის უმკაცრესი ფინანსური საქნციების წინაშეა.

პუტინის ოპტიმიზმი ძირითადად 400 მლდ დოლარის რეზერვებს ემყარება, რომელიც დღეისთვის რუსეთს აქვს, თუმცა წელს 90 მილიარდი დოლარი უკვე დაიხარჯა რუბლის გადასარჩენად, დარჩენილი თანხიდან კი რეალურად პუტინს მხოლოდ 200 მილიარდის გამოყენება შეუძლია.

რუსეთის ეკონომიკური პრობლემების მთავარი წყარო მაინც გაიაფებული ნავთობია, რასაც სანქციები ბუნებრივია კიდევ უფრო ამძაფრებს. ნავთობი და გაზი რუსეთის ბიუჯეტის 50 პროცენტს ავსებს, და ექსპორტის 68 პროცენტს შეადგენს. ნავთობის ფასი კი წელს უკვე 50 პროცენტითაა დაწეული.

დღის ამბები