09 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ობამა დასავლეთის სტრატეგიას რუსეთის მიმართ მართებულს უწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მიმართებით დასავლეთის სტრატეგია მართებულია. განცხადება ამის შესახებ ბარაკ ობამამ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის მტკიცე პოზიციას იკავებდა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ემუქრებიან შეერთებული შტატების ინტერესებს, ან არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას. პრეზიდენტის მტკიცებით, ადმინისტრაციის ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. 

"სამი-ოთხი თვის წინ ყველა ამბობდა, რომ პუტინმა, როგორც მოჭადრაკემ, დაამარცხა დასავლეთი და ბარაკ ობამა. მაგრამ ახლა რუსეთის პრეზიდენტი მისი ეროვნული ვალუტის განადგურების, ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. ჩემი აზრით, ეს არ ჰგავს დასავლეთის დამარცხებას," - განაცხადა ობამამ.

დღის ამბები