09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ყაზახეთი პოროშენკოს მთავრობას მხარდაჭერას ჰპირდება

ნურსულთან ნაზარბაევმა კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკება პეტრო პოროშენკოსთან გამართა. მხარეები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა და მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ ნურსულთან ნაზარბაევი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც პირისპირ შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან გამართა. რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას უკრაინაში ვიზიტის დეტალების მოყოლა სთხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები