09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ნანტში მამაკაცი საშობაო ბაზრობაზე მანქანით შეიჭრა და ხალხს დაეჯახა

ფრანგი სამართალდამცველები საშობაო ბაზრობებზე მომხდარ ინციდენტებს იძიებენ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. ნანტში მამაკაცი მანქანით საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა და ხალხს დაეჯახა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა და საკუთარ თავს დანით 9 ჭრილობა მიაყენა.

თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი მძიმედ დაშავდა. პოლიციის ვერსიით, 37 წლის თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მსგავსი ინციდენტი ქალაქ დიჟონშიც მოხდა. მამაკაცმა, რომელიც ალაჰის სადიდებელ ფრაზებს სკანდირებდა, 5 სხვადასხვა ადგილას ფეხით მოსიარულეებს მანქანა შეაჯახა. შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა ტერაქტის ვერსია გამორიცხეს და ამჟამად ამ ორ ინციდენტს შორის კავშირის დადგენას ცდილობენ.

დღის ამბები