09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
თეთრი სახლი კრემლის მიწვევაზე ჯერ კიდევ ფიქრობს

ბარაკ ობამას რუსეთში გამგზავრებაზე ოფიციალური კომენტარი თეთრ სახლში ჯერ არ გეკეთებულა. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელიც 9 მაისს გაიმართება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, მოსკოვის წინადადება ჯერ ისევ განხილვის პროცესშია და ამაზე ჯერ საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის. რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი კი აცხადებს, რომ ბარაკ ობამამ შესაძლოა რუსეთის მიპატიჟებაზე უარი თქვას. მარკ სტროხანმა განაცხადა, რომ ამჟამად პრეზიდენტს რუსეთში გამგზავრების გეგმა არ აქვს.

დღის ამბები