09 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
უკრაინის რადამ ქვეყანას ბლოკგარეშე სტატუსი გაუუქმა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსი გააუქმა. პეტრო პოროშენკოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავებას და საბოლოო ჯამში, ორგანიზაციაში ინტეგრაციას ითვალისწინებს.

უკრაინისთვის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების აუცილებლობაზე განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ტომაშ სემონიაკის განცხადებით, ეს არის პირველი ნაბიჯი უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე. მისივე თქმით, ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება გარდაუვალია და ამ პროცესს ვერავინ შეუშლის ხელს.

ამავე თემაზე
დღის ამბები