09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
სომხეთის შემდეგ ევრაზიულ კავშირს ყირგიზეთიც უერთდება

სომხეთის შემდეგ ევრაზიულ კავშირს ყირგიზეთიც უერთდება. შესაბამისი დოკუმენტს დღეს კრემლში მოეწერა ხელი, სადაც ევრაზიული კავშირის სამიტი გაიმართა. მოგვიანებით კი ევრაზიული კავშირის ფარგლებში ეკონომიკურ თანამშრომლობასა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის დეტალებზე ილაპარაკეს.

ვლადიმერ პუტინმა დღეს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლა. კრემლში ერთმანეთის მიყოლებით ორი სამიტი გაიმართა. პირველი შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა გამართეს.

რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ლიდერებმა გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესების ფარგლებში კოლექტიური სამხედრო ავიაციის შექმნის საკითხი განიხილეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები